• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

კომპანია

კომპანია GNP-ის (ჯორჯიან ნეჩერალ პროდაქთ) მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა 2005 წელს. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო ნატურალური ქართული პროდუქტის დამზადება და გაზიარება ქართველი მომხმარებლისთვის. თავდაპირველად კომპანია მომხმარებლის წინაშე წარდგა მხოლოდ ნატურალური აჯიკით, ჩვენი პირველი პროდუქტით, და მომდევნო რამოდენიმე წელიწადში დაუღალავი შრომით და რაც მთავარია, მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტის ხარჯზე, შევძელით აჯიკისთვის დაგვემატებინა სვანური მარილი, რამაც დასაბამი მისცა ჩვენს ზრდა-განვითარებას. 

ამჟამად GNP-ი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 30-მდე დასახელების პროდუქტით და წარმატებით აგრძელებს აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტის წარმოებას. ჩვენი პროდუქციის პირველწყარო და ყველა ნედლეული არის საქართველოში მოყვნილი, ქართველი გლეხისა და ფერმერული მეურნეობების ნაშრომი, ნაჯაფი და მოკრეფილი ნაწარმი.

2019 წლისთვის GNP-ის აქვს პროდუქციის 5 კატეგორია:

*ტრადიციული ქართული სუნელები და საკმაზები, საცივის (და ბაჟეს) მშრალი მზა მიქსის ჩათვლით, რომლებიც საკვებს ანიჭებენ განუმეორებელ გემოსა და არომატს.

*ქართული ტყემლის საწებლები, სეზონისა და წლის მოსავლის მიხედვით, წითელი, ყვითელი და მწვანე სახეობის, რომლის გარეშეც ჩვენი ეროვნული სამზარეულო წარმოუდგენელია.

*ქართული ტომატის საწებელი, კლასიკური, ცხარე, ნივრიანი და მეგრული რეცეპტურით, რომელიც ორიგინალური გემოს და ყველა ქვეყნის ტომატის საწებლების, სალსებისა და კეჩუპებისგან განსხვავებულია.

*ონსერვები - მჟავეული და მწნილები (ჯონჯოლი, ღანძილი), მდოგვი, ბოსტნეულის სალათი 'ლეჩო', კაკლის მურაბა

* ძმრები და ზეთები - ღვინის, ვაშლის ძმრები, ნატურალური, არარაფინირებული კახური მზესუმზირის ზეთი

მარკეტინგის სწორი გათვლით, ხარისხის მუდმივი კონტროლითა და შენარჩუნებით და გასაყიდი ფასების ოპტიმიზაციის ხარჯზე კომპანიამ მოახერხა კორპორატიული მომხმარებლის შეძენა და მყარად დაიმკვიდრა საიმედო პარტნიორის რეპუტაცია.

ჩვენი კოლექტივი ოჯახივით შეკრული, საკუთარ საქმის მცოდნე და კომპანიის მიზნის ერთგული პროფესიონალების ერთობლიობაა და ამიტომ ვახერხებთ ყველა შეკვეთის ვადებში შესრულებას, კლიენტის და პარტნიორის ზურტი მოთხოვნების დაცვით. 

სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობის შედეგია, რომ დღეს კომპანიის ასორტიმენტი წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა დიდი მაღაზიების ქსელში და უამრავ პატარა რაიონულ მაღაზიებში, სხვადასხვა შეფუთვით და ჩვენი პროდუქციით ინტერესდებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ: ამერიკაში, ბრიტანეთში, ლიეტუვაში, რუსეთში და ჩინეთში. 

მიუხედავად უზარმაზარი და უთანასწორო კონკურენციისა ამ სფეროში, ჩვენი პატარა კომპანია ადგილობრივი ბაზრის 20%-ს იკავებს.

GNP არც მომავალში უღალატებს თავის პრინციპს დაამზადოს მხოლოდ ქართული, ხარისხიანი და ბუნებრივი პროდუქტი და შეინარჩუნოს ეთიკური ფასები და მოემსახუროს ეროვნული მომხმარებლის გემოვნების, ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის პრინციპს.

მოიკითხეთ მაღაზიებში, მოითხოვეთ, შეიძინეთ და მიირთვით GNP-ის პროდუქტი, გვერდში დაუდექით ქართულ წარმოებას, ხელი შეუწყვეთ ქართველი გლეხის შრომას, და მოამარაგეთ თქვენი ოჯახი გემრიელი და ჯამრთელი პროდუქტით!