პროდუქცია
მარინადები : ღანძილი, ჯონჯოლი , ჩაქაფული , ნივრის მარინადი და ვაზის ფოთოლის მარინადი
ჯონჯოლის მჟავე (320 - 500 მლ შუშის ქილაში. შენახვის ვადა 24 თვე).
ჯონჯოლის მჟავე ერთ-ერთი ყველაზე დელიკატესური და ორიგინალური ქართული საჭმელია. ჩვენი ჯონჯოლი არის ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ჯონჯოლის ბუჩქის ღეროებიც, ყვავილიცა და კვირტიც საჭმელად გამოსადეგია, ხოლო დამწნილების შედეგად მასში წარმოიშობა ნაწლავის მიკროფლორისათვის სასარგებლო პრებიოტიკები (უხსნადი უჯრედისი) და პრობიოტიკები (სასარგებლო მიკროფლორის ბაქტერიები) და სხვა სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები. ჯონჯოლს ტრადიციულად ამატებენ ზეთს და წვრილად დაჭრილ ხახვს.
ღანძილის მწნილი ( 650-720 მლ შუშის ქილაში. შენახვის ვადა 24 თვე)
ღანძილი ხახვისებრთა ოჯახის მცენარეა და მსუბუქი ნივრისებრი გემო აქვს. ამ მცენარის ყველა ნაწილი საკვებად ვარგისია. დამწნილებული ღანძილი განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ღანძილი ტყესა და მთებში იზრდება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. განსაკუთრებით სასარგებლოა ცივი გამოხდის ზეითუნისა და არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთთან ერთად.
"ჩაქაფული " - ტყემალი და ტარხუნა ( 650 - 670 მლ შუშის ქილაში . შენახვის ვადა 24 თვე ) შეფუთვაში 8 ც . შემადგენლობა : ტყემალი , ტარხუნა, მარილი
ნივრის მარინადი - 500 მლ შუშის ქილაში , შენახვის ვადა 24 თვე . შეუთვაში 8 ც . შემადგენლობა : ნიორი , წყალი , მარილი
ვაზის ფოთოლის მარინადი - 650 - 670 მლ შუშის ქილაში , შენახვის ვადა 24 თვე , შეფუთვაში 8 ც , შემადგენლობა : ვაზის ფოთოლი , მარილი , წყალი