პროდუქცია
ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი - 500 მლ და 250 მლ მინის ბოთლებში. შენახვის ვადა - 24 თვე
ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებებით ოდითგანვე იყო ცნობილი. მას მიმართავდნენ მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის, ასთმის, თავის ტკივილის, ართრიტების, მაღალი სიცხისა და დამწვრობის დროს.
ვაშლის ძმარი რამდენიმე მჟავას შეიცავს - ვაშლისას, რძისას, ასკორბინისას და ძმრისას. გარდა ამისა, მასში ბევრია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნატურალური ნივთიერებები: B, E ვიტამინები, პანტოტენის მჟავა და პექტინები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა. ყველა ეს კომპონენტი არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე - წმენდს ტოქსინებისგან და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან იცავს.