• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

ბროწეულის საწებელი "მაშარაფი"ბროწეულის საწებელი "მაშარაფი"

GNP-ის მაშარაფი წარმოადგენს საწებლის ვარიაციას სანელებლების გარეშე, სუფთა ბროწეულის დადუღებულ, კონცენტრირებულ წვენს ემატება შაქრის სიროფი და მეტი არაფერი.

ბროწეულის საწებელი ფართოდ მოხმარებადია და სუფრაზე იდება ხორცეულთან და ქათმის პროდუქტებთან ერთად. განსაკუთრებით გემოს ანიჭებს შემწვარ ხორცეულს და თევზეულს.

შესანიშნავია ხორცისა და თევზის დასაბასტურმებლად. ასევე გასაგემრიელებლად უმატებენ შემწვარ კარტოფილს, ყვავილოვან კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის სალათებს.

ქიმიური შემადგენლობის კუთხით მაშარაფი წარმოდგენილია როგორც ვიტამინების ნაკრები მათ შორის С ვიტამინის, ანტიოქსიდანტებისა და სხვა ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების სახით.

მაშარაფის რეგულარული მიღება ამაღლებს ჰემოგლობინს, ახდენს იმუნიტეტის სტიმულირებას და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.