• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

მშრალი აჯიკამშრალი აჯიკა

მშრალი აჯიკა -15 გრამიანი ქაღალდის შეფუთვა. შენახვის ვადა 12 თვე.

ჩვენი უგემრიელესი მშრალი აჯიკის სუნელი შეიცავს დაღერღილი წითელი წიწაკის ფხვნილს, ქინძის თესლს, ხმელი ნიორის ფხვნილს, მარილს, უცხო სუნელს და კამის თესლს. ეს მიქსი დახვეწილი და არომატულია და სხვა ანალოგიური პროდუქტისგან გამოირჩევა ზომიერად ცხარე გემოთი. მშრალი აჯიკა მოხერხებულია მობილურ თანამედროვე ყოფაში და მზარდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე.

უძველესი დროიდან კავკასიის სხვადასხვა ხალხები საკვებში საკმაოდ ზომიერად იყენებდნენ მარილს, უმეტესად საკვების გემოს სუნელების დამატება უზრუნველყოფდა. სწორედ ამიტომ ჰქვია ამ პროცესს შესუნელება. ცნობილია, რომ მარილის დღიური ნორმის მაქსიმუმი 1 ჩაის კოვზია (ყველა მარილიანი საკვების ჩათვლით) და ამიტომ სასურველია საკვებისთვის გემოს და სარგებლიანობის მოსამატებლად სუნელის გამოყენება და მარილის შემცირება. ჩვენი სუნელები და არაჩვეულებრივი სუნელების მიქსები ამის საშუალებას მოგცემთ. 

მშრალ აჯიკას ამატებენ სუპებს, ბრინჯის ფლავებს, სოკოს, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებს, ყველს, ვაშლსა და ნესვსაც კი. აუცილებლად შეიძინეთ და გასინჯეთ GNP-ის მშრალი აჯიკა. განხიბლული არ დარჩებით.