• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

მდოგვიმდოგვი

მდოგვი (50 გრამიანი პლასტიკური შეფუთვა, შენახვის ვადა 3 თვე) მდოგვი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახის გვარებისა და გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. საქართველოში ხარობს ამ სარეველა მცენარის ორი სახეობა: თეთრი მდოგვი (Sinapis alba), რომელიც იზრდება მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე და მინდვირის მდოგვი (Sinapis arvensis), რომელიც არის ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება.

მდოგვი მოჰყავთ თესლისაგან ზეთის მისაღებად (სარეპტის მდოგვის თესლში 35-40% ზეთია, თეთრ მდოგვში — 25-34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობ, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მდოგვის კოპტონისაგან მზადდება სუფრის მდოგვი.

ჩვენი მდოგვი ცოცხალი და ნატურალური პროდუქტია. მისი სარგებლიანობა ჯანმრთელი და წონის შესანარჩუნებელ ან დასაკლებ კვებაში დიდი ხანია ცნობილია - მდოგვი მეტაბოლიზმს აჩქარებს, ცხიმის დაწვაში ეხმარება ორგანიზმს და მონელების სტიმულატორია.