• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

მდოგვიმდოგვი

მდოგვი (50 გრ.-იანი პლასტიკური შეფუთვა, შენახვის ვადა 3 თვე) ბალახოვანი მცენარეები ჯვაროსანთა ოჯახის გვარებისა. გვარი მოიცავს 7-10 ერთწლოვან ან იშვიათად მრავალწლოვან სახეობას. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში. მეტწილად სარეველა მცენარეებია. ყოფილ სსრკ-ში მისი 2-3 სახეობაა, საქართველოში — 2: თეთრი მდოგვი (Sinapis alba) იზრდება მინდვრებსა და დანაგვიანებულ ადგილებში, მთის შუა სარტყლამდე. მინდვირის მდოგვი (Sinapis arvensis) ნათესების სარეველაა და ზოგჯერ გზის პირებსა და ბოსტნებშიც გვხვდება. რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს.

მდოგვი მოჰყავთ თესლისაგან ზეთის მისაღებად (სარეპტის მდოგვის თესლში 35-40% ზეთია, თეთრ მდოგვში — 25-34%), იყენებენ აგრეთვე პურის საცხობ, საკონდიტრო, საკონსერვო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მდოგვის კოპტონისაგან მზადდება სუფრის მდოგვი.