• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

მშრალი ბაჟემშრალი ბაჟე

მშრალი  ბაჟე (100 გრამიანი პლასტიკური შეფუთვით, შენახვის ვადა 6 თვე)
მშრალი  ბაჟე - სამარხვო პროდუქტი და ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენი კომპანიის ბაჟეს სოუსი პოპულარულია განსაკუთრებით ფრინველით დამზადებულ საკვების მომზადებისას (ქათამი, ინდაური, მწყერი, იხვი), ასევე იხმარება თევზის მომზადებისას მისთვის განუმეორებელი და განსხვავებული გემოს მისაცემად. საქონლის ხორცით დამზადებულ ხარჩოსა და კარტოფილიან ოჯახურშიც არაჩვეულებრივად გემრიელია და ლობიოსა და სხვა პარკოსნების ვეგეტარიანული და ვეგანური კვების განუყოფელი ნაწილია.

ჩვენი მშრალი ბაჟე დამზადებული ხარისხიანი ნიგვზითა და ქართული სუნელებით. 

სოუზის მომზადების წესი - დაასხით თბილი წყალი (მთლიან ქილაზე დაახლოვებით 1-1.5 ჭიქა) და მოურიეთ კარგად. სურვილისამებს, შეგიძლიათ გაათხელოთ ან წყალი დააკლოთ სქელი სოუსისთვის, რომელიც შემწვარი ბადრიჯნის და სხვა ფხალეულისთვის გინდათ. დააყენეთ 5 წუთის განმავლობაში, რომ გემოები ერთმანეთს გაუჯდეს და უგემრიელესი ბაჟეს სოუსი ან საფხალე ნიგვზის მასა მზადაა. ძალიან ნაზი ტექსტურის მისაღებად სასურველია ჯერ ბლენდერის ჯოხით ან სანაყში პასტის კონსისტენციამდე დანაყოთ და შემდეგ დაასხათ წყალი. გემოვნების მიხედვით, განსაკუთრებით ფხალეულისთვის, შეგიძლიათ დაამატოთ ძმარი. მასა უკვე შეიცავს მარილს, ამიტომ, ბადრიჯანს და სხვა საფხალე მასალას მარილი შეიძლება აღარ დასჭირდეს. გასინჯეთ გამოყენებამდე. 

ნიგოზისა და სუნელების კომბინაცია სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის და რეკომდებულია რეგულარული ჯანმრთელი რაციონისითვის.