• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

სუნელებისუნელები

სუნელები (15 გრამიანი ქაღალდის შეფუთვებში, შენახვის ვადა 12 თვე) ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია აწარმოებს სუნელებს. ჩვენი მომწოდებლები უბრალო გლეხები და პატარა მეურნეობები არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ სუნელები სუფთად იყოს მოყვანილი და დამუშავებული და სწორედ ეს განაპირობებს მათ ხარისხს, სურნელს, გემოს სიმკვეთრეს. მოთხოვნის შესაბამისად ბითუმი მყიდველებისთვის შეგვიძლია შემდეგი სუნელების მიწოდება: დარიჩინი, მიხაკი, ვანილი, მუსკატის კაკალი, ილი, ჯანჯაფილი, ბაჰარი, პილპილი, მწარე წიწაკა, დაფნის ფოთოლი, ზაფრანა, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძის თესლი, კამის თესლი, ძირა, კვლიავი, რეჰანი და სხვა.

ამჟამად ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი სუნელები არის ჩვენს მიერ შედგენილი მიქსები: ხარჩოს სუნელი, ლობიოს სუნელი, ხმელი სუნელი, ასევე ხმელი ქინძი, ზაფრანა, ძირა, უცხო სუნელი, ქონდარი და წიწაკა.

ქართული სამზარეულო სუნელების გარეშე წარმოუდგენელია და სწორედ სუნელი აძლევს უამრავ ეროვნულ კერძს ორიგინალურ და დამახასიათებელ გემოსა და არომატს.