• ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

  • ჯორჯიან ნატურალ პროდუქტ

პროდუქცია

სვანური მარილისვანური მარილი

სვანური მარილი (15 გრამიანი ქაღალდის შეფუთვა, შენახვის ვადა 12 თვე) წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა, ნიორის და სუნელების სურნელოვან ნარევს, რომელიც ერთად ინაყება (სახლში დამზადების შემთხვევაში) ან ერევა ერთგვაროვან კონსისტენციამდე (საწარმო ცეხებში დამზადებისას). ჩვენი სვანური მარილი ლაილაშის ისტორიული სოფლის ტრადიციული რეცეპტითაა დამზადებული და გამოირჩევა სხვა სვანული მარილისაგან საქართველოს ბაზარზე თავისი ხარისხითა და გემოთი, კერძოდ ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. 

დღევანდელი ჩქარი ტემპით ცხოვრების პირობებში, ძალიან მოხერხებულია სვანური მარილის ხელმისაწვდომობა, რადგან მხოლოდ მისი დამატებით ნებისმიერი ბოსტნეულისა და ხორცეულ-თევზეულის უცებ დამზადება შეიძლება. უბრალოდ მოხარშული ან შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოს, სტაფილოს, კარტოფილის, გოგრის, ლობიოსა და სხვა პარკოსნების, ასევე წიწიბურას, სოკოსა და ხორცეულზე მოაყაროთ ჩვენი ფირმის სვანური მარილი და ისიამოვნოთ მიღებული არომატით და გემოთი. 

სამკუთხა პატარა შეფუთვა გემოს უნარჩუნებს და პატარა დოზირებით გამოყენების საშუალებას იძლევა, რომ სუნი და სარგებელი არ დაიკარგოს, რაც ხშირად ხდება დიდი შეფუთვის გახსნის შემდეგ, ჰაერთან სუნელების ურთიერთქმედების შედეგად.