პროდუქცია
ტომატის საწებელი
ჩვენი განუმეორებელი ტომატის საწებლები, ყველა წარმოდგენილი სახეობით - ცხარე, ნივრით, კლასიკური, ტკბილი და მეგრული, დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტისგან უგემრიელესი რეცეპტურით.
შემადგენლობაში შედის უმაღლესი ხარისხის პამიდვრის პიურე (ტომატი), და სახეობის მიხედვით, სანელებლების ვარიაციები, როგორიცაა ნიორი, ცხარე წიწაკა, ქინძი, უცხო და ხმელი სუნელი, მარილი, კამა, ზაფრანა, ძირა და ა.შ.
GNP-ის ტომატის საწებლები გამორჩეული ქართული გემოს მქონე, ადგილობრივი პროდუქტია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა იმ კერძის მოსამზადებლად, რომელსაც სჭირდება პამიდორი. ასევე სარგებელსა და გემოს შემატებს ყველა სახის შემწვარ ხორცს და თევზს, სოუსის სახით, მომზადებისას, ან როგორც საწებელი, მზა საჭმელთან.
პამიდორში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან გამოირჩევა ბეტა კაროტენი და ლიკოპენი, რომლის კონცენტრაცია და ათვისებადობა იზრდება პამიდვრის სითბული დამუშავებისას და შესაბამისად პამიდვრის საწებელი ამ უნიკალური ნივთიერების ასათვისებლად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცოცხალი პამიდორი.
ჩვენი კომპანიის ყველა თანამშრომელი თვითონაც, საკუთარ ოჯახში, მიირთმევს ჩვენს მიერ წარმოებულ პამიდვრის საწებლებს, რადგან ვამზადებთ სუფთად, შეუცვლელი სტანდარტითა და საუკეთესო მასალებით.