პროდუქცია
ტყემლის საწებელი ( წითელი და ყვითელი)
ტყემლის საწებელი (წითელი და ყვითელი) - 500 მლ და 250 მლ მინის ბოთლებში.
შენახვის ვადა - 18 თვე
GNP გთავაზობთ ტრადიციულ ქართული ტყემალს, ადგილობრივი სანელებლებით და შინაური რეცეპტით დამზადებულ საწებელს ხელმისაწვდომ ფასად. ტყემალი ყველაფერთან გემრიელია, თუმცა მასობრივად მას მიირთმევენ მშრალად შემწვარ ან მოხარშულ ხორცეულთან, თევზეულთან, შემწვარ კარტოფილთან და ბოლო პერიოდში ბოსტნეულთან ერთადაც. სცადეთ კიტრი და პავიდვრის სალათა ცოტა ნატურალური ზეთის და ტყემლის დამატებით. ჩვენი ტყემლის საწებელის ძირითადი ინგრედიენტია ტყემალი. სეზონისა და ტყემლის ჯიშის მიხედვით, ან მოწითალო ღვინისფერი გამოდის, ან მწვანე, ან და ყვითელი ტყემლის, შესაბამისად ყვითელია.
ტყემლის საწებელი დაბალკალორიულია და მდიდარია ვიტამინებით (C, K, B ჯგუფი) ორგანული მჟავებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით, პოლიფენოლებით, და პექტინებით, რომლებიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.