პროდუქცია
მზესუმზირის (კახური) ზეთი
ზეთის პირველადი გამოწურვის მეთოდით დამზადება საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ ცხიმში შემავალი სასარგებლო ვიტამინები და მიკროელემენტები. GNP-ის არარაფინირებული ნატურალური მზესუმზირის ზეთი მზადდება კახეთში მოყვანილი ქართული მზესუმზირისგან, ტრადიციული მეთოდით, ქიმიური ფილტრაციის გარეშე.
მზესუმზირა თბება 80 გრადუსამდე და წნეხური დაწოლის მეთოდით ხდება ზეთის გამოწურვა მარცვლებიდან, რომლის შემდეგაც ზეთი გადადის უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ბუნებრივი მეთოდით დასაწმენდად ყოველგვარი ქიმიური ელემენტების დამატების გარეშე. ეს პროცესი იკავებს დაახლოვებით 2 კვირას, რის შემდეგაც ხდება დაწმინდავებული ზეთის გადაღება დასაფასოებელ ჭურჭელში და ისხმება შუში ბოთლებში.
ასეთი ნატურალური და ზოგადად არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი იშვიათობაა ჩვენს დროში. სადაც იყიდება, მიუწვდომლად ძვირი ღირს. ჩვენი კომპანიას უნდა მეტმა ქართველმა მიირთვას ნატურალური პროდუქტი და იყოს ჯანმრთელი, ამიტომ ჩვენი ზეთი ხელმისაწვდომ ფასშია.
მზესუმზირის ზეთის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია ცნობილია: იგი მდიდარია A, B, D და E ვიტამინებით, რაც ამცირებს კანის დაავადებების რისკს. ასევე F ჯგუფის ცხიმოვან მჟავებით, მინერალებით (მაგნიუმი, კალციუმი, რკინა, იოდი და თუთია) რაც ამცირებს რახიტული დაავდებების რისკს ბავშვებში, ასუფთავებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ტვინის სისხლით მომარაგებას. ზემიერად ზეთის მოხმარება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორად მუშაობას (ერთი ჩაის კოვზი უზმოზე), ამაგრებს თმებს და ფრჩხილებს და აუმჯობესებს იმუნიტეტს.